Digest Logo

„დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები, არ მოგატყუებთ მეგონა ამასაც წინა ორსულობის მსგავსად დაჩქარებით გავაჩენდი...“ - ნუკი კოშკელიშვილი მეორედ განცდილი დედობის შესახებ

1766563950
ნუკი კოშკელიშვილი. 

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი  22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა. სასიხარულო ინფორმაცია მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს. ნუკიმ ამჯერად ახალდაბადებულ შვილთან და მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გაგვიზიარა: 

„დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები, არ მოგატყუებთ მეგონა ამასაც წინა ორსულობის მსგავსად დაჩქარებით გავაჩენდი. ვითმინე გათენებამდე, გამთენიისას ბენსაც გავაგებინე და დავიწყეთ ათვლა.

ამერიკაში რეკომენდაცია მიხვიდე სამშობიაროში თუ..

ა) დაღვარე წყლები
ბ) გაქვს 5 წუთში ერთხელ ტკივილები, ერთი საათის განმავლობაში
გ) ტკივილი გაქვს ისეთი, რომ საუბარი გიჭირს.

რომ გათენდა ბენი გავუშვი სამსახურში უცბად გადავივლე, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე და ვეცი შეკვეთებს, რომ ჩამორჩენა და დაგვიანება არ გვქონოდა. ბოლო შეკვეთებზე უკვე ვყმუოდი და ბენს დავურეკე, მალევე მოვიდა და წავედით.

უცნაურია კვდები ტკივილისგან და დარდობ ხომ არ წამოიყვანე ქმარი ტყუილად სამსახურიდან, ტყუილად ხომ არ მოვედი სამშობიაროში ამდენი ადამიანი შევაწუხე, თუ მარტო მე მჭირს ეს.

გასინჯვის მერე დამიდასტურეს „კიდევ კაი, მოხვედიო“... მოვედი და დავრჩი.

ეპედურალურ გაყუჩებას მე დიდ რეკომენდაციას ვუწევ, მას მერე რაც გავყუჩდი დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც, ვიხუმრეთ კიდეც და ბოლოს შიოც გავიცანით.

ვლოგს ვიღებ და სახლში რომ მივალ აუცილებლად დავდებ ამ დღეებში, ახლა კვლავ სამშობიაროში ვარ, ბენს სძინავს, შიო ჭამს მე კიდევ ორი წუთი მოვნახე რომ მოგაყაროთ ფოტოები. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.