Digest Logo

„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით“ - სკანდალური განშორების შემდეგ მარი ნაკანი ქმარს შეურიგდა

1781778419
მარი ნაკანის ქმარი

სკანდალური განშორების შემდეგ ფოტოგრაფი მარი ნაკანი ქმარს, გიორგი მამასახლისს შეურიგდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს. 

„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით. მინდოდა ეს სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა“, -  წერს მარი ნაკანი.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან.

მან ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტიროდა და აღელვებული იყო, სადაც იხსენებდა მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატარა სულამანიძე დაიბადა…“ – ექიმ კოტე სულამანიძესა და მის მეუღლეს, ირენ პილს შვილი შეეძინათ

⭕„ენერგია აქტიურდება და ნაკადი იხსნება“ - როგორ უნდა გაიაქტიუროთ 18 ივნისის ენერგიები

🎥 ვარკეთილში მომხდარ ავარიას 21 წლის ბაიკერი გოგო ემსხვერპლა - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში