
2024 წლის 28 მაისს მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ის ნანატრი შვილის, პატარა ბიჭის დედა გახდა. როგორც თავად ამბობს, ამ ბედნიერებას ენით ვერ გადმოსცემს და ის განცდა, როცა მან პირველად დაინახა თავისი პატარა, მთელი ცხოვრება გაჰყვება.
პატარას სახელის შერჩევაზე ნინო და მისი მეუღლე მთელი ცხრა თვე ფიქრობდნენ და საბოლოო ჯამში, უცხო სახელი შეურჩიეს – რონი, რომელიც როგორც გაირკვა, საქართველოში არა, მაგრამ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია და ბევრს ჰქვია.
ნინო მუმლაძე დედის ამპლუას შესანიშნავად უთავსებს პროფესიასაც, ამჯერად იგი გვიზიარებს ფოტოებს მარჯანიშვილის თეატრიდან:
„მე რომ წინა საპრემიერო ფორიაქის დროს სელფის გადასაღებად მოვიცალე, ესე იგი ყველაფერი კარგად გვაქვს მოკლედ წარმატებები ჩვენ.
ჩაბარებამ კარგად ჩაიარა, ემოციებით დაღლილი, მაყურებლისგან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ... ჰო და რა ვიცი, ნახეთ თქვენც, იქნებ მოგეწონოთ“, - წერს ნინო მუმლაძე ფოტოებზე.
View this post on Instagram
View this post on Instagram
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე ხომ ლონდონში ვსწავლობდი...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნინი შერმადინი?