მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმა „ვიქტორია სეკრეტის“ - Victoria’s Secret მოდის ჩვენებაზე დაბრუნდა. 18 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში გამართულ შოუზე, სუპერმოდელმა პოდიუმზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
ბრაზილიელი მოდელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში 15 წლის საკუთარ თავს მიმართავს.
მოდელი იხსენებს გზას, რომელიც წლების განმავლობაში გაიარა და აღნიშნავს, რომ სწორედ შინაგანი სიმამაცე დაეხმარა იმ ადგილამდე მისვლაში, რომელზეც მოზარდობისას ოცნებაც კი უჭირდა.
„ჩემს 15 წლის თავს: ერთ დღეს ისეთ ადგილებში აღმოჩნდები, რომლებზეც ოცნებაც კი გვიჭირდა.
ნეტავ შემეძლოს, დავბრუნდე იმ ოთახში, მოგეხვიო და გითხრა, რომ სწორედ ის სიმამაცე, რომელსაც უკვე ატარებ საკუთარ თავში, მოგვიყვანს აქამდე“, - წერს ადრიანა ლიმა ვიდეოს აღწერაში.
45 წლის მოდელი „ვიქტორია სეკრეტის“ ჩვენებაში უკვე 21-ედ მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმს 2018 წელს დაემშვიდობა, 2024 წელს დაბრუნდა და კვლავ აგრძელებს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის სტატუსით გამოჩენას.