
გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემაში მან 90-იანების მოდის პერიოდი გაიხსენა.
„მაშინ არ არსებობდა საშუალება, რომ მოდა შექმნილიყო, როგორც ხელოვნება. 90-იანებში, როცა საქართველო იყო შავ-თეთრი მაშინ მოდაში მხოლოდ შავ-თეთრი იყო, შავი ფერი მასიურად ეცვა ყველას, ხოლო თეთრს იშვიათად თუ ჩაიცმევდა ადამიანი.
ფიზიკურად იმ დროს მაღაზიებიც არ არსებობდა.
მე ვიტყვი, რომ ერთადერთი და პირველი ადამიანი ვარ ვინც, სამყარო გააფერადა. ჩემი პირველი მომხმარებელი კი იყო ბავშვები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები“, - ამბობს თათა ვარდანაშვილი.
მან ასევე გადაცემაში ისაუბრა მაკა ასათიანზე, რომელთან ერთადაც 90-იან წლებში მოდის ჩვენება მოაწყო ქუჩაში.
„აფეთქება გამოიწვია მოდის სამყაროში, მაკამ სამოსის ულამაზესი კოლექცია შექმნა, მე ფეხსაცმელები მოვარგე ამ სამოსს და ბარნოვის ქუჩა გადავკეტეთ.
ჩემი და მაკა ასათიანის ურთიერთობა დღემდე გრძელდება, ერთი და იგივე ტაძარში, ერთ მოძღვართან დავდივართ“, - იხსენებს დიზაინერი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👉 აქ
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინა წკრიალაშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს - „მაგარი გოგო ხარ“
⭕ „რაც უფრო აქტიურები ვიქნებით, ბრძოლა მით უფრო გვექნება...“ - თეოდორე გიგნაძე