მსახიობი რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან, ლაშა მოწონელიძესთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში არგენტინაში და ბრაზილიაში იმყოფებოდა.
როგორც ის ჟურნალ„ სარკესთან“ ჰყვება, უფრო მეტად არგენტინა მოეწონა, ვიდრე ბრაზილია.
„ბრაზილიაში მუდმივად ყურადღებით და მობილიზებულები ვიყავით. ერთხელ ერთ-ერთ ქუჩაზე ვიდექით. გვერდით ასევე უცხოელი მამაკაცი იდგა. როგორც კი გზა გადავკვეთეთ და უკან მოვიხედეთ, იმ მამაკაცს თავს დაესხნენ, წაართვეს ძვირფასეულობა და მობილური. ერთი წუთით ავცდით ამ საშინელებას. მას შემდეგ უფრო ფრთხილად ვიყავით“ - ამბობს მსახიობი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ეს იყო დაუვიწყარი საღამო. მადლობა ჩემს ყველა სტუმარს“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი