პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლებზე ნაკლებად პოპულარული არც მათი ქალიშვილები არიან.
დღეს კი, გადაცემა „ნოესთან“ სტუმრად ჯანეტი იმყოფებოდა, სადაც მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საკუთარ თავზეც.
„ჯანეტი არის, ერთი უბრალო გოგონა, რომელსაც ღვთის წყალობით აქვს ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა - ეს არის ჩემი ოჯახი, ბავშვები, შენ (მეუღლე) წრე, რომელიც ჩემს ირგვლივ არის და სამსახური. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ეს სწორედ ის არის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
დედითაც და მამითაც ვარ მეგრელი, აფხაზეთიდან“, - ამბობს ჯანეტი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სწორედ აქ იწყება მარადიულობა“ - მარიამ შენგელია ქორწილიდან კადრებს გვიზიარებს
🎥 მარიამ შენგელიას შესრულებული ცეკვა „ქართული“ - კადრები მომღერლის ქორწილიდან
⭕27 სექტემბრის გზავნილი - „ყველაფერი საბოლოოდ ნათელი გახდება“