Digest Logo

„ეს არ არის როლი - ეს მე ვარ“ - ნეკა დოროყაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები

1752079384
ნეკა დოროყაშვილი

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, მოდელისა და ინფლუენსერის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ინტერესი ბოლო წლებია გაზრდილია. უფრო სწორად კი, ინტერესი ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ გაიზარდა, რაც მათ დაშორებას მოჰყვა.

სწორედ ამიტომ დოროყაშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

ამასთან, ნეკას ქართველი მაყურებელი ერთ-ერთ ქართულ სერიალშიც ხედავდა და იგი სოციალურ ქსელშიც აქტიურობით გამოირჩევა. 

ამჯერად იგი ინსტაგრამზე გამომწერებს მორიგ ცეცხლოვან კადრებს უზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ნამდვილი არტისტი არასდროს უკრავს. ისინი განიცდიან, გრძნობენ, ქმნიან.
ეს არ არის როლი - ეს მე ვარ“, - წერს ნეკა დოროყაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

„ჭკვიანი და ულამაზესი“,

„სუპერ გოგო ხარ“, 

„ულამაზესი“, 

„გამორჩეული და ელეგანტური“, - წერენ კომენტარებში.
 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

⭕„ჩემი დიდი სიყვარული დაიბადა დღეს“ - როგორ ულოცავენ ცნობილები სალომე ბაკურაძეს დაბადების დღეს

⭕„სამაგალითო ოჯახი“ - გიორგი გასვიანი მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს