
მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე კვლავაც აქტიურია სოციალურ მედიაში და მომხიბვლელი კადრებით ყურადღებას ამჯერადაც იპყრობს. იგი ხშირად აზიარებს ფოტოებს თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან, სადაც როგორც სტილი, ისე საოჯახო გარემო და ქალის რბილი, მაგრამ ძლიერი იმიჯი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ ანუკი თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლეა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
ამჯერად სოცქსელში ანუკი არეშიძემ ახალი ფოტოები გაგვიზიარა, სადაც წითელ კაბაში პოზირებს.
ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:
„ეს კაბა ნამდვილად შენთვის შეიქმნა“,
„ელეგანტურობის განსახიერება“,
„ყველაზე მეტად მომწონხარ“.
„შეუდარებელი ხარ, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მარადიული კავშირი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
⭕„სასწაულ ფორმაში ხარ“ - რუსკა ქარქაშაძის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს