„იმედის“ მაყურებელმა მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მე-6 ეპიზოდი იხილა.
ეპიზოდში მაყურებლის წინაშე 5 თოჯინა: ბროწეული, მინოტავრი, ქურუმი, ფარშევანგი და ლაზიერი წარდგნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით პროექტი ქურუმმა დატოვა, რომლის ნიღაბიც მორგებული ჰქონდა გიორგი გილიგაშვილს.
მსახიობმა „იმედის დილის“ ეთერში პროექტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე მეტად პროექტში გაუჭირდა ფარულობა, მის გარშემო არავინ იცოდა, რომ მონაწილეობას იღებდა პროექტში.
„ეს ნიღაბი თითქოს ჩემი წინაპარია, სხვა შემთხვევაში მე არ მოვირგებდი არანაირი სხვა სამოსს და მადლობა კოსტიუმების მხატვრის და შემქმნელს.
ყველაზე დიდი სირთულე, პროექტის განმავლობაში ჩემთვის იყო ის ფარულობა, რაც ძალიან მეუხერხულებოდა ჩემ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. დედაჩემმა, როცა ნიღაბი მოვიხსენი და ტელევიზორს უყურებდა ყველა ემოცია ერთად ჰქონდა, გაბრაზების, სიხარულის და გაოცების“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: