
ყველასთვის საყვარელი მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი ასევე ცნობილი ოჯახის, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის ქალიშვილია. ეკას პირველი ქორწინებიდან ასევე ცნობილი მომღერალი, ნინი ბადურაშვილი ჰყავს, ხოლო მეორე ქორწინებაში ორი ქალიშვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინა. დედის კვალს მხოლოდ ნინი გაჰყვა, ანასტასია და ქეთო კი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან. ეკასა და მისი ქალიშვილების ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ რთულია, გაარჩიო, რომელია დედა და რომელი - შვილი, რადგან მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება.
ამჯერად, უმშვენიერესი ეკა კახიანი, რომელიც 61 წლის არის სოციალურ ქსელში ქალიშვილებთან ერთად გადაღებული კადრებს აქვეყნებს. ფოტოებმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ეკას უმცროსმა ქალიშვილმა, ქეთო თოფურიძემ დაბადების დღე ოჯახურ გარემოში, საფრანგეთში აღნიშნა, რისი ამსახველი კადრები საკუთარ გვერდზეც გააზიარა.
„რა სილამაზეა“,
„ოთხივე ულამაზესები“,
„ეს ქალი არ ბერდება საერთოდ“,
„ეს რა სილამაზეებია, რომელია დედა?!“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕„კიბოს ვაქცინები უკვე რეალურია, მეცნიერება ახალ ეპოქაში შედის!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე