Digest Logo

🎥 „ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, გვიანობამდე არ დამეძინა“ – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე

1729055759
მატილდა გვარლიანი

მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.

გვარლიანი ამ ჩვენებაში ჯიჯი და ბელა ჰადიდთან, ადრიანა ლიმასთან, ქენდის სვანეპულთან, დაუცენ კრუსთან, ტეილორ ჰილთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობს.

სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო ვრცელდება, რომელიც მატილდას გამოსვლის კადრებს ასახავს.

stylenotcom-მა „ინსტაგრამზე“ მატილდას კომენტარიც გაგვიზიარა, სადაც იხსენებს მომენტს, როცა პირველად უყურა Victoria’s Secret-ის შოუს.

„Victoria’s secret-ის შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან“, – ამბობს მოდელი.

 

ნახეთ კადრები 👇

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by STYLE NOT COM 🧢 (@stylenotcom)