Digest Logo

„ეს ვარდები იმედია კალასგან არის“ - რა ფოტოებს აქვეყნებს მანუ მურღულია?

1746025779
მანუ მურღულია

„დღის პოსტის“ყოფილმა  წამყვანმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი კარგად გააცნო და შეაყვარა. ამასთან მანუ იუმორისტული შოუს ბენდის „ნიკოს შოუს“ წევრიც გახლდათ. სწორედ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ, იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით და აღნიშნავენ, რომ ეს ქართულია.

მანუ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს. 

ამჯერად იგი გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, სადაც ჩანს რომ მას ვარდების უზარმაზარი თაიგული მიართვეს და წითელი ვარდების ფონზე პოზირებს.

ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვება, გამომწერების უმეტესობა კომენტარებში წერს რომ მანუმ ეს თაიგული გიორგი კალატოზისგან მიიღო.

„ეს ვარდები იმედია კალასგან არის“, 

„ერთი შანსი მიეცი კალას“, 

„კალამ თამასა ასწია“

„ყოჩაღ კალა“, - წერენ კომენტარებში.

 რა ხდება მანუ მურღულიასა და გიორგი კალატოზს შორის?

„იუთუბის“ მომხმარებელი არ ვიყავი და ბოლო ერთი წელია, აქტიურად ვუყურებ. ვიყავი ვახოსთან, ძალიან მომეწონა ლაივში ყოფნა და კომენტარების კითხვა. კითხვაზე, ვინ არის „იუთუბზე“ ყველაზე სიმპათიური, ძალიან გულწრფელად გავეცი პასუხი, რომ ეს არის გიორგი კალატოზი, კალა. „ფუპოდკასტშიც“ წამოიწია ეს თემა და ისევ თავიდან გავიმეორე, რა თქმა უნდა. ხალხი რომ ჩვენს რომანს ითხოვს, ეს მხოლოდ მამხიარულებს.

სიმართლე რომ ვთქვა და არ დაგიმალოთ, კომენტარებს რომ ვკითხულობ, ცუდი რეაქცია არ მაქვს. სულ წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს და რამე ხომ არ ხდებაო. ერთი მომენტი დავფიქრდი, მანუ, რამე ხომ არ გამოგრჩა-მეთქი. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არაფერი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი და მისი თამაში მომწონს „მაფიაში“, ჩვენ შორის მართლა არაფერი ხდება. არ მინდა, კალა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო და იმედი მაქვს, რომ არც ჩამიყენებია... ვნახე გადაცემა, სადაც თავადაც დამასახელა, როგორც ყველაზე ლამაზი ქართველი ინფლუენსერი და რა თქმა უნდა, ეს შეფასება ძალიან სასიამოვნოა“, - ამბობს მანუ ერთ-ერთ ინტერვიუში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქალი მშვენება და საოცრება“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი ფოტოები

🎥 „პრინციპული ბრძოლა მოვიგე მექსიკელთან, ეს ჩემთვის ღირებული ბრძოლა იყო, თან მეტირებოდა...“ - ლიკუნა ჩაჩიბაია

⭕ლაშა გეგეჭკორი: „ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა“ ეკუთვნის „თიბისი ბანკის“ მიერ დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას „თბილისი ცენტრალი“ - კახი კალაძე რატომ არ მივიდა ხანძრის ადგილზეო, „ტვ პირველი“ რომ კითხულობს, მამუკა ხაზარაძე რატომ არ მივიდა, ჩემო „ობიექტურებო“