
პარალიმპიელი ლიკუნა ჩაჩიბაია პარა ტაეკვანდოში ჩინეთის საერთაშორისო ტურნირის პრეზიდენტის თასის პრიზიორია.
წარმატებული კარიერის შესახებ იგი „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც მის გამოცდილებაზე და წარმატებულ გზაზე ისაუბრა.
„რადგან ჩემი პროფესია ჩხუბია, სულ მიწევს ვიყო ფორმაში და სულ ვარ წონის კლებაში, მოწყვეტილი ვარ ყველაფერს და სულ მშია.
პრინციპული ბრძოლა მოვიგე მექსიკელთან, ეს ბრინჯაო ჩემთვის ოქროს ტოლფასია, რადგან თურქეთში შეჯიბრებაზე ამ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდი.
რთული ჩხუბი იყო, ზემოდან მიყურებდა... მიზანი მქონდა რომ ამისთვის აუცილებლად მომეგო და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის...
ეს ჩემთვის ღირებული ბრძოლა იყო, თან მეტირებოდა...“ – ამბობს ლიკუნა ჩაჩიბაია.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელია - „მჯერა, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ყველაფერი შესაძლებელია“