Digest Logo

🎥 „ეს ვიდეო აღმოჩნდა სრული კულმინაცია... ჩემზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ და გამოხატავენ უზომო სიყვარულს... ეს გული არ გამისკდეს ბედნიერებისგან“ - თიკა ფაცაციას მიმართვა

1697724413
თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია, რომელსაც 18 ოქტომბერს დაბადების დღე ჰქონდა, სამადლობელ პოსტს ავრცელებს და გვიზიარებს გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ მიერ სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც მაყურებელი თიკას დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც თიკა ფაცაცია წერს, აღნიშნული ვიდეო მისთვის სრული კულმინაცია იყო.

„ეს ვიდეო აღმოჩნდა სრული კულმიანცია… უკვე სახლში მოსულს და გათანგულს შემომხვდა სრულიად მაშოკიდებლად.

ეს არის კოსმოსი, ეს არის ის სადაც ვუშვებთ სიყვარულს რომელიც მერე ბუმერანგივით უკან ბრუნდება. ან როდის ან რანაირად დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება მე არ ვიცი….. ჩემზე საუბრობენ ადამიანები რომლებიც არ მიცნობენ და გამოხატავენ უზომო სიყვარულს და სიმპათიას  ეს გული არ გამისკდეს ბედნიერებისგან.

მადლობელი ვარ თქვენი არსებობით , ადამიანებით რომლებიც ასხივებთ სიკეთეს და სიყვარულს. ჩვენ ვცნობთ ერთმანეთს.

ჩემი დილა მშვიდობისა საქართველო გუნდს კი ვერასდროს გადავუხდი იმ სიხარულის და ბედნიერების ცრემელებისთვის მადლობას. ძალიან გამიმართლა, ძალიან“ – წერს თიკა ფაცაცია.

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ტანში მზარავს, გახსენებაც კი არ მინდა, რაც ჩემმა ოჯახის თითოეულმა წევრმა გაიარა. ეს იყო ჩვეულებრივი წამება“ - რას წერს ზურა ხაჩიძე

🔵„აიხდინა ყველაზე დიდი ოცნება, დაქორწინდა თავის სიყვარულზე...“ - რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ქორწილზე

🔵სკანდალი: თი მაჭავარიანი ქმარს დაშორდა