როდის და რატომ გახდა ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლე - ამის შესახებ საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრმა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა.
„მაშინ ვიყავი 18 წლის, დიაგნოზი იყო კეთილთვისებიანი სიმსივნე, ზურგის ტვინიდან აღმოცენებული. იმდენად დიდი იყო ეს სიმსივნე, რომ ოპერაციის გარეშე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი...
ეტლსა და სიცოცხლეს შორის იყო არჩევანი ჩემ ცხოვრებაში და დარჩა ეტლი.“ - ამბობს ირმა ხეცურიანი.
როგორც თავად ამბობს, არ იცოდა, რომ ოპერაციის შემდეგ მოუწევდა ეტლით სარგებლობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ელის მარია სააკაშვილი რომის ქუჩებში სეირნობს
🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?