Digest Logo

„ფეხი გადამბრუნებია, კისერიც მომიტეხია, მაგრამ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა...“ - ნინი კენჭიაშვილი

1741070794
დუეტი ლეონი

მომღერალი ნინი კენჭიაშვილი ზოდიაქოთი მერწყული გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ იგი საკუთარი ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენელია, რადგან მერწყულის ყველა ძირითადი თვისება მკვეთრად აქვს გამოხატული.

როგორც თავად ამბობს ასტროლოგიის სჯერა თუმცა, ყოველდღიურ პროგნოზებს არ ეცნობა, მაგრამ თუ სოციალურ ქსელში ინფორმაცია შემხვდა, ინტერესდება და კითხულობ, როგორც აღნიშნავს ბევრი რამე ემთხვევა.

„მერწყულები გამომგონებლები და ნოვატორები არიან. ამ თვისებებს ჩემს თავშიც ვიჭერ. რემონტი იქნება თუ ჩაცმის სტილი, ყველაფერში ვავლენ ჩემს ნოვატორულ შესაძლებლობებს. მაგალითად, როდესაც დიზაინერთან მივდივარ და სტილს ვარჩევ, ისეთი დეტალები აღმომიჩენია, რაზეც მას თავად არ უფიქრია. რემონტში საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა. ჩვენი ორივე სახლის რემონტი მე გავაკეთე, თითოეული ნიუანსი გავთვალე და კარგად გამოვიდა. კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით.

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვინმეს რჩევა ან შენიშვნა რომ მოუცია, ასე ქენი ან ისე არ გააკეთოო, მე მაინც ჩემი გამიკეთებია. ფეხი გადამბრუნებია, კისერიც მომიტეხია და მინანია კიდეც, მაგრამ ეს მაინც უნდა გამეკეთებინა“, - ამბობს ნინი კენჭიაშვილი. 

იგი ასევე საუბრობს ოჯახზე და დაქორწინებაზე, მისი თქმით, 18 წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა.

„ამ ასაკში ძალიან გამიჭირდებოდა ოჯახის შექმნა. ზოგადად, რამე რომ მომწონს, ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ელემენტარული, ტანისამოსი ავიღოთ, რაღაც რომ მომეწონება, ვფიქრობ, მოდი, კიდევ გავივლი, იქნებ უკეთესიც ვნახო. მერე რომ მოვბრუნებულვარ, ისიც აღარ დამხვედრია და ძალიან მინანია.

ოჯახის შექმნას რაც შეეხება, უმიზეზოდ არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მაშინ მე 18 წლის ვიყავი, მაგრამ უკვე ზრდასრული და ჩამოყალიბებული. ასაკთან შედარებით ყოველთვის უფრო ჩამოყალიბებული ვიყავი.

კი, ასეა. სიმღერის ტექსტებსაც ადვილად ვიმახსოვრებ, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს. სახლშიც, ზუსტად მახსოვს, სად რა დავდე, სულ რომ ორი წელი იყოს გასული (იცინის). სკოლაშიც კარგი მოსწავლე ვიყავი, თითით საჩვენებელი ბავშვი. 51-ე სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩვენთან სწავლა მარტივი არ იყო.

ლევანი ვერძია და ისიც ძალიან ჯიუტია (იცინის). ჩემი სიჯიუტე ყველაფერში გამოიხატება, თუნდაც, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ანუ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. სხვათა შორის, ეს თვისება მეხმარება ჩემი მიზნების განხორციელებაში და ვფიქრობ, რომ კარგია“, - ამბობს მომღერალი. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ აიღოთ სესხი და არ გადადგათ სარისკო ფინანსური ნაბიჯები“ - 4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 „ბედნიერია შენი დედა ასეთი კარგი შვილი რომ ჰყავხარ“ – როლიკო ოქროპირიძის მიერ შესრულებული ემოციური სიმღერა „დედა“

⭕ლევან მაჭავარიანი: სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ