მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან ცნობილ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში" მიიღო მონაწილეობა, სადაც სახასიათო მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლი შეასრულა. ამის შემდეგ კი მისი პოპულარობა გაიზარდა და ნანუკა ბევრისთვის საყვარელ სახედ იქცა.
ნანუკა დღეს სამი შვილის დედაა. მან 2021 წელს კახა კაშიაზე იქორწინა და დღეს წყვილი ნინას, ირაკლის და კირას ერთად ზრდის.
მსახიობი ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში, ამჯერად მან უფროსი ქალიშვილის, ნინა კაშიას ფოტოები გაგვიზიარა, რომლებმაც გამომწერების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„ულამაზესია პატარა ნინა“,
„ნინა საყვარელო, გაიზარდე ჯანმრთელი და ბედნიერი“,
„პრანჭია ნინა, როგორი ლამაზი გოგოა“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ფოტოები:



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕2025 წლის პოპულარული სახელების ხუთეული - ალექსანდრე 691 ვაჟს, ხოლო ნიცა 640 გოგონას დაარქვეს
📸გალა გასვიანი 4 წლის გახდა - კადრების დაბადების დღის წვეულებიდან