გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი და პატარა გალაკტიონი გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა სტუმრად.
წყვილი მეორე შვილის მოლოდინშია, ისინი კიდევ ერთი ბიჭის მშობლები გახდებიან.
„გალა ისეთ რაღაცებს გვეუბნებოდა და ამჩნევდა რომ მან მიმახვედრა ორსულად რომ ვიყავი, ასევე ბავშვის სქესიც სწორად გამოიცნო. მითხრა დამესიზმრა ბიჭთან ერთად ვთამაშობდიო - მიდი გამიჩინეო და 2 დღეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.
გალას მიმართ მკაცრი ვარ და შეიძლება მეორე ბავშვის მიმართ უფრო მკაცრიც ვიყო - ვაკონტროლებ რა დოზით უნდა უყუროს ეკრანს და იყოს დამოკიდებული გაჯეტებზე, გალა 1 წლის რომ იყო ძალიან მიჯაჭვული იყო ეკრანს და მეორე ბავშვზე ამას აუცილებლად გამოვასწორებ, ახლა ფსიქოლოგიურად უფრო მზად ვარ ორსულობისთვის“, - ამბობს მარიტა მელიქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გასვიანმა მარიტა მელიქიშვილს ხელი 2020 წლის ბოლოს სთხოვა, ხოლო წყვილი ოფიციალურად 2021 წლის 23 იანვარს დაქორწინდა. ჯვრისწერის ცერემონია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა.