
24 თებერვალს „იმედის“ მაყურებელმა გამორჩეული მეგაშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი იხილა.
მეცამეტე სეზონის ფინალისტები იყვნენ მომღერალი ანი კეკუა და ოთო წიკლაური, მომღერალი მარიამ შენგელია და სანდრო საბაძე, მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე.
გადაცემა ულამაზესი ცეკვებითა და დეკორაციებით, წლევანდელ კონკურსანტებთან ერთად, შოუს ყოფილმა მონაწილეებმაც გააფორმეს.
გამოვლინდა გამარჯვებულიც - „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 2025 -ის გამარჯვებული მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი გახდა. მას საჩუქრად ბინა გადასცეს.
„ცეკვავენ ვარსკვლავები“ სოციალურ ქსელში XIII სეზონის გამარჯვებული წყვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„საუკეთესოები“,
„გამორჩეულები“,
„ვინ თუ არა თქვენ“,
„საუკეთესო წყვილი ამ სეზონის“,
„თქვენ იმსახურებდით, სწორედ ამ ყველაფერს“,
„ღირსეული გამარჯვებულები“, - წერენ კომენტარებში.
ნახეთ ფოტოები 👇
„ემოციებისგან დაცლილი და სავსე ერთდროულად ვარ, ასეთი გრძნობა პირველად მაქვს ცხოვრებაში, ვიდექი გაძეგლებული, არ ვიცი, ვერ ვხსნი, ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ ემოციებს. რატის ჰქონდა ყველაზე მშვიდი ემოციები. ამ პროექტიდან არაჩვეულებრივი ემოციებით სავსე წავედი.
ვიცი, რომ უფალი ყოველთვის ჩემთანაა, მაქვს პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ჩემ თავს არასოდეს ვაძლევ მოდუნების უფლებას. ჩემი ყველა ნაბიჯი ჩემ შვილს ეძღვნება და მე მისთვის ვაკეთებ ყველაფერს, გუშინდელი ცეკვა სწორედ მას მივუძღვენი“, - ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მარტის მაგნიტური დღეების კალენდარი
🎥 „გულით მსურს მსოფლიო დაიპყრო“ - თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა
⭕საქართველოში ყინვა გაძლიერდება - მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცემა