Digest Logo

🎥 „განქორწინება საკმაოდ რთულად გადავიტანე, ვერც კი წარმომედგინა, რანაირად შეიძლება ოჯახი დაინგრეს?! ფიზიკურად დავზიანდი, დიაბეტი აღმომაჩნდა“ - როლანდ ოქროპირიძე

1791747480
 როლანდ ოქროპირიძე

„განქორწინება საკმაოდ რთულად გადავიტანე. ზოგადად „დაშორებული ოჯახის“ ცნება არ ვიცოდი რა იყო. ვერც კი წარმომედგინა, რანაირად შეიძლება ოჯახი დაინგრეს?! ფიზიკურად დავზიანდი, დიაბეტი აღმომაჩნდა... ოთხი წელი გაგრძელდა ეს პერიოდი... “, - ამის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი როლანდ ოქროპირიძე გადაცემაში „ნოესთან“ ჰყვება. 

მისი თქმით, სიყვარულის გამო უტირია, განშორებამ დააზიანა

„მე მგონია, რომ როცა ადამიანი გიყვარს ის მუდამ გიყვარს, უბრალოდ იცვლის ფორმას ეს ყველაფერი. 

მტკიოდა ეს სიყვარული და პირდაპირი გაგებით ვგრძნობდი ტკივილს. თუმცა არსებობენ, ადამიანები ვისაც ეს ყველაფერი უკვირთ, ისიც კი უკვირთ თუ რატომ უნდა ტიროდეს კაცი სიყვარულის გამო. ოთხი წელი გაგრძელდა ეს პერიოდი, ფიზიკურად დავზიანდი, დიაბეტი აღმომაჩნდა“, - ამბობს მსახიობი. 

ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრჯერ გადავრჩენილვარ სიკვდილს, ჩამიხედავს თვალებში და შემშინებია კიდეც“ - რას ჰყვება როლანდ ოქროპირიძე?

⭕თათია შარანგია შეყვარებულია - ვინ არის პიანისტის რჩეული, რომელიც ცნობილი ბიზნესმენია

⭕„ჩემი სიყვარული“ – თათია შარანგია რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

✕