Digest Logo

თათია შარანგია შეყვარებულია - ვინ არის პიანისტის რჩეული, რომელიც ცნობილი ბიზნესმენია

1791735136
თათია შარანგია

პიანისტი, ტელეწამყვანი თათია შარანგია მეგობრებს, გამომწერებსა და გულშემატკივრებს პირად ცხოვრებაში სიახლის შესახებ უზიარებს - ის შეყვარებულია. მისი რჩეული გიგი გულიტაშვილია. 

გიგი გულიტაშვილი არის ქართველი მეწარმე და ბიზნესმენი, რომელიც ცნობილია სადისტრიბუციო კომპანია შპს „უნითრეიდის“ (რომელიც ჩირისა და თხილეულის იმპორტით და დისტრიბუციით არის დაკავებული) ხელმძღვანელობითა და საქმიანობით.

თათია შარანგია

თათია ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვაჟზე ქორწინების შემდეგ გაიცნო. თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძეს ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა.

თათია მუსიკალური კარიერის დასაწყისში, 14 წლის ასაკში, საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც მისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მისი თქმით, მუსიკა მისთვის არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრებაა. ​ამის პარალელურად, თათია შარანგია  საავტორო გადაცემის, "სთორის" წამყვანია და აქტიურად აგრძელებს თავის კარიერას ამ მიმართულებითაც.

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია გახ­ლდათ. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში უც­ნობ ქარ­თველ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

შიო მესამე: ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა

⭕„ჩემი სიყვარული“ – თათია შარანგია რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

⭕11 ოქტომბრის მთავარი გზავნილი - ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება

✕