Digest Logo

„გაცნობიდან 3 წელში ყველაფერი წყალში ჩაყარა, დარჩენილი 3 წელი ხვეწნაში…“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

1787830939
 ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში მორიგ გულახდილ პოსტს აქვეყნებს, სადაც წარსულში გადატანილ მძიმე ემოციურ პერიოდსა და მის ფსიქოსომატურ შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ყოფილ პარტნიორთან რთულმა ურთიერთობამ მის ჯანმრთელობასა და გარეგნობაზეც კი დატოვა კვალი.

„აქ ისეთი მწვავე აკნე მქონდა (წამლის რეაქცია), სარკეში ვერ ვიხედებოდი. მადლობა ყველას, ვინც მატყუებდით, რომ არაფერი მეტყობოდა. 

აკნე კი ყოფილთან ფსიქოლოგიურმა „ჭიდაობამ“ გამოიწვია. რამდენს გქონიათ ეს პრობლემა, როცა ადამიანის შხამიანობა შენს ველშიც აღწევს და ფსიქოსომატიკას თავისებურად ალაგებს?!

როცა დაგიშავა, მაგრამ ვერ დაგიშავა...

გაცნობიდან 3 წელში ყველაფერი წყალში ჩაყარა. დარჩენილი 3 წელი ხვეწნაში, სხვებისა და ჩემი გარემოს მოშხამვაში გაატარა. თუმცა ღმერთს ჩემ მიმართ სხვა გეგმები ჰქონდა.

ერთ დღესაც დავჯდები და იმდენ საკვირველ ბოროტებაზე მოგიყვებით მისი მხრიდან... არა განსჯისთვის, არა კრიტიკისთვის — უბრალოდ, სააზროვნოდ და ჩემი პიროვნების უკეთ გასაცნობად. ქალებისთვის და იმ უღირსი კაცებისთვის, ვინც საკუთარ თავში შეცდომებს ვერ ხედავენ, ზრდასრულობისგან შორს არიან და ზიანი მოაქვთ გარე სამყაროსთვის, განსაკუთრებით — ახლო გარემოცვისთვის.

ის მინდოდა მეთქვა, რომ „კარგი გოგოობა“ დამღუპველია უღირს, უთავმოყვარეო, უმორალო, მანიპულატორ, ინფანტილურ, მატერიალისტ და დაბალვიბრაციულ კაცთან...

ეს ეპიზოდი დახურულია.

ამაზე მხოლოდ მაშინ გავაგრძელებ საუბარს, თუ ისევ ვიგრძნობ საფრთხეს მისგან. ახლა დავტკბები ბედნიერებით ჩემს ძვირფას ადამიანთან ერთად, რომელიც ყველა ჩემს სხივს შეირგებს“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენი ქარიზმა გარშემომყოფებს მაგნიტივით მიიზიდავს“ - 27 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ „ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

⭕ „დილითვე ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც თქვენს სიმშვიდეს არღვევს“ - ფენშუის სპეციალისტი 27 აგვისტოს ენერგიებზე