Digest Logo

„გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე?“ - რას ჰყვება მარი ნაკანი

1773573136
მარი ნაკანი

როგორც ცნობილია, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან.

მან ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტირის და აღელვებულია, იხსენებს მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავს. 

ამჯერად ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს და ბავშვობაში მომხდარ ფაქტს იხსენებს.

„გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე? 

მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა სადაც ვცხოვრობდი. კარი როცა გავუღე იარაღით იდგა, დედაჩემი არ ატანდა ჩემს თავს. მამა იძულებული გახდა იარაღი დაედო ჩემთვის და გავეტაცებინე.. მეშინოდა, პატარა ვიყავი და ვერ ვიაზრებდი რა ხდება.. სულ ვგრძნობდი რომ მამას ვუყვარდი, მაგრამ რატომ მომიტაცა არ ვიცოდი.

მაღაზიაში როცა შევარდა საფეთქელთან მედო თოფი. გამყიდველს უკივლა, რომელ ქინდერსაც აირჩევს ის მიეციო.. კვერცხში რა იდო არ ვიცოდი, მაგრამ მაგრად ვუჭერდი ხელს და თან ცრემლები მომდიოდა. სანამ გავხსნიდი მამა უკვე გადაყვანილი ჰყავდათ „საგიჟეთში” .. როცა აბამდნენ მამა გაშმაგებული თვალებით მიყურებდა და უზარმაზარი თვალებიდან კოსმოსურ სიყვარულს მიგზავნიდა.

მისი ცრემლები ბოდიშის ნიშნად ქურთუკს უსველებდა. ძილის წინ ბალიშიდან ფრთხილად გამოვაცურე კოსმონავტი, რომელიც კვერცხში ამომივიდა და მას შემდეგ წლები ვუჭერდი მუშტს, სანამ მამას კიდევ ვნახავდი…“, - წერს მარი ნაკანი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by MARIKUNA NAKANI (@mariam_nakani)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამორჩეული წყვილი“ - ქეთევან ხატიაშვილი მეუღლესთან ერთად მადრიდში ისვენებს

⭕„თუ ლიმონი ძალიან მუქდება ან შავდება, ეს ნიშნავს, რომ გარემოში ბევრი ნეგატიური მუხტი იყო“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕„ჩემი უძლეველი რაზმით, ბაკურიანიდან მოგესალმებით, დიდი სიყვარულით!“ – გია ბაღაშვილი ქალიშვილებთან ერთად ისვენებს