საქართველოში 3 მარტს „დედის დღე“ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ჯგუფ „ურსას“ სოლისტმა გიორგი ძოწენიძემ სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მას „დედის დღე“ მიულოცა.
„მთელი ცხოვრება ბედნიერი და ჯანმრთელი გამყოფოს ღმერთმა დედა ❤️
მადლობა ყველაფრისთვის 🙏 მიყვარხარ“, - წერს გიორგი ძოწენიძე.
ცნობისთვის, დედის დღის აღნიშვნა საქართველოში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის და 3 მარტი სახელმწიფოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
