
გიორგი გველესიანი გასულ წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა. პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
გიორგი გველესიანი ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია, რომელიც დღეს იუბილარია. იგი 34 წლის გახდა.
ლინდა მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და მას დაბადების დღეს ულოცავს.
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“, - წერს ფეხბურთელის ცოლი.
გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.
თავად გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილიც საკუთარ საქმიანობაშიც წარმატებულია. იგი ჰოლივუდის კინოაკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტია. დაკავებული ცხოვრების წესის მიუხედავად კი, ახერხებს მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყოს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს