Digest Logo

„გიორგიმ მთხოვა, მემკურნალა და დამპირდა, რომ მერე ერთად წავიდოდით საბერძნეთში...“ - მარი ნაკანი ქმართან დაშორების მიზეზზე ალაპარაკდა

1772086903
 მარი ნაკანი

როგორც ცნობილია, 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ფოტოგრაფი მარი ნაკანი მეუღლეს გიორგი მამასახლისს დაშორდა. უფრო სწორად, თავად მარის თქმით, გიორგი წავიდა მისგან.

მან ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა საზოგადოებას და მას მერეც არაერთი ვიდეო თუ ფოტო გამოაქვეყნა ამ თემაზე. ბევრ ვიდეოში ის ტირის და აღელვებულია, იხსენებს მეუღლესთან გატარებულ პერიოდს და არც შერიგებას გამორიცხავს. 

გამომწერების შეკითხვაზე, თუ რა იყო დაშორების მიზეზი, ნაკანი პასუხობს:

„ასე ყველა დეტალს ვერ მოვყვები, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ მე მქონდა დეპრესია, გიორგიმ მთხოვა, რომ მემკურნალა და დამპირდა, რომ მკურნალობის შემდეგ წავიდოდით ერთად ვალენტინობაზე საბერძნეთში. მკურნალობა თითქმის დამთავრებული მქონდა და სადღაც შუა გზაში, ალბათ, გიორგიმ ვეღარ გაუძლო ჩემს დეპრესიას, თუმცა სხვა მიზეზები მგონია მე, რაზეც ლაპარაკი არ მინდა... და ვალენტინობაზე მარტო წავიდა და მე დამტოვა. საერთოდ დამტოვა, დამშორდა. ეს იყო და ეს...“, - ამბობს მარი ნაკანი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕რა გზას გადის სული თავისი კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად? - რას გვირჩევს მოძღვარი