Digest Logo

„გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე... შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე“ - თათა ვარდანაშვილის ემოციური ამბავი

1684352816
თათა ვარდანაშვილი

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი გადაცემაში „სხვა ნანუკა“ იმყოფებოდა სტუმრად და პირად ამბებზე ისაუბრა.

გადაცემა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, თათამ მის პირად ამბებზე გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ 27 წელი პირად საკითხებზე არც უსაუბრია.

„მეუღლე ისე სიგიჟემდე მიყვარდა, რომ ერთ-ერთ აღსარებაში ვთქვი, რომ ღმერთმა ალბათ იეჭვიანა და ერთად იმიტომ აღარ ვართ-მეთქი..

გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე. შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა და თვალით აღარ მინახავს. სამშობიაროდან ერთად გამოვედით. ყველას ახსოვს მისი ემოცია, როცა გაიგო, რომ ბიჭი შეგვეძინა. მესამე დღეს იყო მისი მამის გარდაცვალების დღე. უკვე სახლში ვიყავი. დემეტრეს დაბადების მოწმობა აიღო და თქვა, მამაჩემს უნდა ვახარო, შვილის დაბადებაო, ყველას ჩაგვეხუტა და წავიდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ განქორწინების დღეს ვნახე“ - ამბობს თათა ვარდანაშვილი.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ღამის გასათევად ვიყავი, ოჯახში სადაც დამიტოვეს. მე ვიყავი ინიციატორი, რომ პირველი ღამე შემდგარიყო“ - მზია გეწაძე

🎥 „ამ 5 თვის მანძილზე შემეძლო წამოვსულიყავი, მაგრამ ჩემ მეუღლეს და მის ოჯახს გული არ ვატკინე“ - მზია გეწაძე

🎥 „10 ლარზე ვმღეროდი რესტორანში, თუმცა მეპატრონემ სამსახურიდან გამაგდო და ისიც წამართვა“ - მზია გეწაძე