Digest Logo

„გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილე...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს გვიზიარებს

1738948282
მაკა ზამბახიძე

მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.

აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთ შვილი, ქალიშვილი სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა.

ამჯერად მაკა ახალ კადრებს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ რომ იგი გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა. კადრებმა დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა:

„ლამაზი მაკა, ყოველთვის მიხარია შენი დანახვა“,

„ხმა, შარმი, ენერგია, სილაღე - ქალი საოცრება“,

„მიყვარს ეს გოგო, ბედნიერი უნდა იყოს მუდამ“,- წერენ გულშემატკივრები.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by maka zambakhidze (@maka.zambakhidze)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქალი და კაცი არიან, თუ არა ქორწინებაში, შვილი უნდა გააჩინონ...“ - როგორ უნდა გავუმკლავდეთ უგუნებობას და დეპრესიას მშობიარობის შემდეგ?

🎥 „ამბობდა - რომ გავიცანი და ავხედე აღარ დამთავრდა იმხელა იყო, სიცილი ამიტყდაო...“ - რას ჰყვება ზაზა ფაჩულიას სიდედრი?

🎥 „არ გაასესხოთ ფული, არ დაიწყოთ ახალი არაფერი, 12 და 28 თებერვალი სატანური დღეა!“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს