ავსტრალიელმა სუპერმოდელმა, Victoria’s Secret-ის ყოფილმა „ანგელოზმა“ და ორგანული კოსმეტიკური ბრენდის, Kora Organics-ის დამფუძნებელმა მირანდა კერიმ განმარტა, რატომ გადაწყვიტა, 2026 წელს Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე აღარ დაბრუნებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდისგან მიწვევა მიიღო.
სუპერმოდელმა 18 ოქტომბერს „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა და 2006 წელს Victoria’s Secret-ის საკულტო შოუზე გამართული დებიუტი გაიხსენა.

„20 წელი გავიდა ჩემი პირველი @victoriassecret-ის შოუდან“, - დაწერა მან პოსტზე, რომელსაც წლების განმავლობაში გადაღებული ფოტოების და ვიდეოების კოლაჟი დაურთო.
„დიდი მადლიერებით ვიხსენებ იმ მეგობრობას, ჯადოსნურ მოგონებებსა და თითოეულ ადამიანს, რომლებმაც ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი განსაკუთრებული გახადა“.
შემდეგ კერმა განმარტა, რატომ გადაწყვიტა, წელს შოუში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.
„ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა წელს დაბრუნების მოწვევა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პირველი შოუდან 20 წელი გავიდა. თუმცა, საბოლოოდ, გულით ვიგრძენი, რომ სწორი იქნებოდა, ეს ეტაპი ისეთივე სახით შემენახა, როგორიც იყო. უამრავ სიყვარულსა და სინათლეს ვუგზავნი წლევანდელი შოუს თითოეულ მონაწილეს!“, - აღნიშნა მან.
View this post on Instagram
კერის დებიუტი Victoria’s Secret-ის მოდების ჩვენებაზე 2006 წელს შედგა. მომდევნო წელს ის ბრენდის ოფიციალური „ანგელოზი“ გახდა და პოდიუმზე 2008, 2009, 2011 და 2012 წლებშიც გავიდა.
2011 წელს Kora Organics-ის დამფუძნებელს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად - მან 2,5 მილიონ დოლარად შეფასებული Fantasy Treasure-ის ბიუსტჰალტერი მოირგო. Long Island-ზე მდებარე საიუველირო კომპანია London Jewelers-ის მიერ შექმნილი ღია მწვანე-ლურჯი პუშ-აპ ბიუსტჰალტერი თითქმის 3 400 ძვირფასი ქვით იყო გაფორმებული. მათ შორის იყო 142 კარატი თეთრი და ყვითელი ბრილიანტები, მარგალიტები, წახნაგოვანი ციტრინები და აკვამარინები, რომლებიც 18-კარატიან თეთრ და ყვითელ ოქროში იყო ჩასმული. ცენტრალურ კომპოზიციას ორი თეთრი ბრილიანტი, რომელთაგან თითოეული 8 კარატზე მეტს იწონიდა, და ორი ყვითელი ბრილიანტი, რომელთა წონაც 14 კარატს აღემატებოდა, ამშვენებდა.

იმ პერიოდში კერმა ჟურნალ PEOPLE-თან ბიუსტჰალტერზე საუბრისას აღნიშნა:
„ეს ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია! აბსოლუტურად შთამბეჭდავია - ცოტათი ქალთევზას სამოსსაც კი წააგავს. თუმცა, არ მჯერა, რომ მკერდზე 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაული მიკეთია“.
მიუხედავად იმისა, რომ კერმა წელს Victoria’s Secret-ის პოდიუმზე დაბრუნებაზე უარი თქვა, მოდის მოყვარულებს მისი ხილვის შესაძლებლობა მაინც მიეცათ. თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, ის პარიზის მოდის კვირეულზე პოდიუმს დაუბრუნდა.
30 სექტემბერს მოდელი სტელა მაკარტნის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: www.beaumonde.ge