Digest Logo

🎥 იძულებითი პაუზა სცენაზე: რისი ოპერაცია ჩაუტარდა ლიზა ბაგრატიონს - „აღმოჩნდა, რომ მოსაშორებელი იყო“

1781353122
ლიზა ბაგრატიონი

ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა, ლიზა ბაგრატიონმა კოტე მათითაშვილის გადაცემაში სტუმრობისას საკუთარ ჯანმრთელობაზე, ახლახან ჩატარებულ ოპერაციასა და იძულებით შემოქმედებით პაუზაზე ისაუბრა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მას სახმო სიმებთან დაკავშირებით ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ლიზა ბაგრატიონის თქმით, ამ ეტაპზე ის რეაბილიტაციის პროცესს გადის და სცენას დროებით ჩამოშორდა, თუმცა სატელევიზიო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„აღმომაჩნდა სახმო სიმში ჩანართები, რომელიც იყო აუცილებლად მოსაშორებელი და გაკეთდა ეს ოპერაცია, ახლა კი რეაბილიტაციას გავდივარ. ამ ეტაპზე შესვენების დრო მაქვს. ხმაზეც ახლა მეტყობა, ცოტა ბზარი...

არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველივე, თუმცა ტელევიზიაში ვაგრძელებ მუშაობას. სცენისგან კი ვისვენებ, სანამ მომცემს ამის საშუალებას ჩემი სახმო სიმების რეაბილიტაციის პროცესი“, - განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 👇