Digest Logo

🎥 „იმ საერთო საცხოვრებლიდან ადამიანებმა უზარმაზარ წარმატებებს მიაღწიეს, ჰუმანიტარული დახმარებისგან წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდნენ, ჩემი კულინარიის სიყვარულიც აქედან მოდის“ - ლიკა კვარაცხელია

1790183016
- ლიკა კვარაცხელია

როგორ გაუჩნდა ლიკას კულინარიის სიყვარული დევნილობის პერიოდში და როგორ ახერხებდნენ ქალები ჰუმანიტარული პროდუქტებით კერძების მომზადებას - ამის შესახებ ცნობილი ტელეწამყვანი და კულინარი, ლიკა კვარაცხელია ანა ტყებუჩავას პოდკასტში  „მეხუთე ელემენტი“ ისაუბრა. 

„იმ პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა... და სხვათა შორის, იმ საერთო საცხოვრებლიდან ადამიანებმა უზარმაზარ წარმატებებს მიაღწიეს. ჩემი კულინარიის სიყვარულიც აქედან მოდის. წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდნენ ჩვენი მეზობლები, ქალები, აი ამ არაფრისგან, მართლა არაფრისგან, ჰუმანიტარული დახმარებისგან. მეც სულ მაინტერესებდა, ამ კვერცხის ფხვნილისგან მერე ნამცხვრებს აცხობდნენ. ყველაფერი მაინტერესებდა. ერთ გრძელ დერეფანზე ედგა ყველას „კერასინკა" თუ გაზი, რადგან პაწაწინა სამზარეულო გვქონდა და ყველა სხვადასხვა კერძს ამზადებდა.

მე ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, ზოგი ზამთრისთვის ხუფავდა, ზოგი რაღაც კერძს ამზადებდა და საინტერესო იყო ძალიან ამის ყურება“,  - ამბობს ლიკა კვარაცხელია.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სოხუმიდან მარტო წამოვედი, მამამ ტრაპზე შემაგდო, ამ დროს ჩემი ძმა დაიკარგა“ - რას ჰყვება ლიკა კვარაცხელია

⭕ჯადოსნური მზის ჩასვლა საბერძნეთიდან - თაკო ჩხეიძე ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

⭕„ულამაზესი წყვილი“ - თაკო ნაცვლიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს