Digest Logo

🎥 „სოხუმიდან მარტო წამოვედი, მამამ ტრაპზე შემაგდო, ამ დროს ჩემი ძმა დაიკარგა“ - რას ჰყვება ლიკა კვარაცხელია

1790179283
ლიკა კვარაცხელია

ანა ტყებუჩავას პოდკასტის „მეხუთე ელემენტის" სტუმრები - ლიკა კვარაცხელია და ანა შელია იყვნენ.

დედა-შვილმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, ერთ-ერთი თემა ლიკას დევნილობის წლები იყო.

„სოხუმიდან მარტო წამოვედი. მე და ჩემი ძმა უნდა წამოვსულიყავით, მაგრამ ამ დროს ჩამოფრინდა შევარდნაძე და ჩემი ძმა იყო მაშინ 16 წლის, და „რას ჰქვიაო, ახლა მე როგორ წავალო“... შევარდნაძემ დაამშვიდა ვითომ ხალხი, აი, ქობალიას ჯარი მოდის... და ასე ძლივს, ეს ტრაპზე მამაჩემმა რომ შემაგდო, ამ დროს ჩემი ძმა დაიკარგა, დაიმალა და აღარ წამოვიდა და დავრჩი მარტო... მერე იქვე იყვნენ უკვე დედაჩემის ახლობლები და იმათ შემიკედლეს, სანამ დედაჩემი ჩამოვიდა.

...ჩემმა მშობლებმა ძალიან რთული გზა გამოიარეს, ბოლო დღემდე მუშაობდნენ და სვანეთით წამოვიდნენ ბებიასთან ერთად... სანამ ყველანი შევიკრიბეთ, ამასობაში ისე მოვიდა დეკემბერი, მე წყნეთში ჯერ კიდევ შორტებით დავდიოდი სკოლაში.

მერე ნელ-ნელა, ნელ-ნელა რაღაცნაირად ავეწყვეთ, მაგრამ ჩემს მშობლებს ძალიან გაუჭირდათ... მე ისეთი ბავშვობა მქონდა, მქონდა პერიოდი, როდესაც ყველაფერი მქონდა და ვმოგზაურობდით, არაფერი გვაკლდა, სულ მზე და სულ ზღვა და ასეთი მოგონებები და მერე იყო პერიოდი, როდესაც მართლა თავზე გვაწვიმდა, გვათოვდა, ერთმანეთის სამოსი გვეცვა ორი სართულის სამეზობლოს და ასე შემდეგ. ჩემი მშობლებისთვის ძაან სტრესული იყო, რა თქმა უნდა... ჩემს ასაკში ყველაფერი დაკარგეს. ერთადერთი დედაჩემმა სულ ახალი სუნამოები ჰქონდა და ის წამოიღო. სვანეთის გზაზე რომ გავიყინო, დავლევ მაინცო... და ის ერთი-ორი სუნამო ჩააბარა მერე აქ მაღაზიაში, იმით ვცხოვრობდით დიდხანს...“, - ამბობს ლიკა კვარაცხელია. 

მისი თქმით, მან 10 სკოლა შეიცვალა იმის გამო, რომ მას დასცინოდნენ.

„ჩვენზე ვერ ვიტყვი, არ ვიყავით რაღაცა უკიდეგანოდ შეძლებულები, მაგრამ ჩვენს საახლობლოში ყველას იმდენად დიდი შესაძლებლობა ჰქონდა და ყველანი უცებ აღმოვჩნდით ერთ საერთო საცხოვრებელში.

მაგრამ იცი რა? ძაან კარგი რაღაცები ჩამოგვიყალიბა ყველას ამ ცხოვრებამ. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს...ყველამ გადავაფასეთ უცებ ცხოვრებაში ყველაფერი და ძაან წინა პლანზე წამოვიდა ადამიანობა. ის რომ ურთიერთობები, ის რომ ნამდვილი იყო და რაც დღეს გაქვს, ის ხარ, მორჩა. ხვალ არავინ არ იცის, რა იქნება და აქედან გამომდინარე ყველაფერი დროებითია და ეს რაღაცნაირად სულ მომყვება ცხოვრებაში მას შემდეგ...

10 სკოლა შევიცვალე მაგის გამო, იმიტომ, რომ სერიოზული დაცინვა და რაღაცები ხდებოდა სკოლაში. უბრალოდ მე ვერც ვხვდებოდი, რატომ დამცინოდნენ. ჩემი მშობლები დაახლოებით ხვდებოდნენ და ეგრევე სხვა სკოლაში მივყავდი... ძაან ცუდი დამოკიდებულება იყო, მაგრამ ერთხელ ვახსენე და კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ რაღაცნაირად ძალიან ვეცადე, რომ ეს ყველაფერი გულში არ ჩამეტოვებინა, იმიტომ, რომ მაშინ ყველაზე გაბრაზებული უნდა ვიყო... ხალხი არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის, საერთოდ არ იყო ინფორმაცია და ეს გამომდინარეობდა აქედან.

დღეს უკვე იმდენად სწრაფად ვიღებთ ინფორმაციას... დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებმაც გადააფასეს და მიხვდნენ, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ სხვა დამოკიდებულება იყო და ვერ ვხვდები, რაღაცნაირად ბნელი დამოკიდებულება იყო... სადღაც 2008 წელს, ყველამ ერთად რომ განიცადა ეს, მე მგონი, მას შემდეგ ცოტა შეიცვალა დამოკიდებულება...იმიტომ, რომ ჩვენ მართლა არც იქ მიგვიღეს, არც აქ... ძაან სტრესული იყო ეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ გზაზე იყვნენ არაჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებმაც სახლის კარი გაგვიღეს და შეგვიკედლეს“, - იხსენებს ლიკა კვარაცხელია. 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჯადოსნური მზის ჩასვლა საბერძნეთიდან - თაკო ჩხეიძე ულამაზეს კადრებს გვიზიარებს

⭕„ულამაზესი წყვილი“ - თაკო ნაცვლიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

⭕25-27 სექტემბერს თბილისი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს