Digest Logo

🎥 „იმედი მაქვს, რომ ადამიანები შეიყვარებენ და მიიღებენ მაქსიმალურ სიამოვნებას“ - ქრისტინე იმედაძემ საზოგადოებას ახალი სიმღერა და კლიპი წარუდგინა

1688132406
ქრისტინე იმედაძე

მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ახალ სიმღერაზე კლიპი სახელწოდებით - „თბილი ტალღები“ ჩაწერა. ჰიტს უკვე აქვს საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება. 

რა იყო კლიპის მთავარი მიზანი და რა მოლოდინები აქვს თავად ქრისტინე იმედაძეს ამის შესახებ ის „დაიჯესტთან“ საუბრობს. 

„კლიპის მიზანი იყო ზაფხულისთვის ახალი სიმღერა გამომეშვა. მინდოდა ყოფილიყო 90-იანების მიწურული და 2000-იანების დასაწყისის ხასიათის კლიპი და მგონია, რომ ეს გამომივიდა. ასევე მინდოდა ამ სიმღერის მოსმენით და კლიპით საზოგადოებას ზაფხულის განწყობა შეჰქმნოდა და მე მგონი, ესეც გამომივიდა.

იმედი მაქვს, რომ ადამიანები შეიყვარებენ და მიიღებენ მაქსიმალურ სიამოვნებას სიმღერით“ - ამბობს მომღერალი. 

როგორც ქრისტინე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, სიმღერაზე და კლიპზე მეგობრებთან ერთად იმუშავა და მასში ჩართული იყო მისი შვილიც.

„სიმღერა ეკუთვნის ლაზარე ადამიას, ტექსტზე მუშაობდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი ხელიც ურევია.  ზაზა ხუბუკელას კი ეკუთვნის არანჟირება. კლიპზე მეგობრებმა ერთად ვიმუშავეთ, სადაც ჩემთან ერთად მონაწილეობს ავთანდილ ჯაფარიძე. ჩემი შვილმა - ტაისიამ კი მენეჯერად იმუშავა ფაქტობრივად.

რაც შეეხება მიზნებს: ზაფხული მოდის და მაქვს კონცერტები, ჯერჯერობით, დასვენება არ დამიგეგმავს. ველოდები სიმღერის შედეგებს. ძალიან მინდა, რომ შეიყვაროს ხალხმა“, - გვითხრა ქრისტინე იმედაძემ.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 გიორგი ყიფშიძე ძიძას ეძებს

🔵🔵🎥 ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე საბერძნეთში მოგზაურობიდან მორიგ კადრებს გვიზიარებენ