Digest Logo

„იქვე ვუ­თხა­რი, ხუმ­რო­ბის დრო არ იყო...“– რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე

1779698983
ნანიკო ხაზარაძე და გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე „ამბებთან“ ინტერვიუში ნანიკო ხაზარაძესთან მომხდარ ხმაურიან ინციდენტსა და მის გადაცემიდან წასვლას ეხმიანება. ჯაჯანიძის განცხადებით, მათ შორის ამჟამად კარგი ურთიერთობაა და მომხდარი უნებლიე შეცდომით იყო გამოწვეული.

როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, ნანიკო ხაზარაძე პროექტიდან არავის გაუშვია და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო:

„წუხელ ჩამოვფრინდი საქართველოში, არცერთი კომენტარი არ მინახავს. მე და ნანიკო ვმეგობრობთ, ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნანიკო არ გაუშვიათ, ის ვიდეოშიც ამბობს, რომ თავად წავიდა. რაც თქვენ ნახეთ, ის ვნახე მეც. არავინ არ იცის, რა მდგომარეობაში სად რას გააკეთებს ადამიანი. მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო. ვუთხარი, რომ ხუმრობის დრო არ იყო და დამთავრდა. შეიძლება იმ წუთს ორნელა რომ იყო მომერიდა, შეიძლება ავყოლოდი კიდეც, მაგრამ მეც ხომ არ გავარტყამდი?“, - აცხადებს ჯაჯანიძე.

ცნობისთვის, ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“ 24 მაისს დატოვა, ინფორმაცია ამის შესახებ მან, ვიდეომიმართვაში გააჟღერა, რომელიც თავადვე გაავრცელა.

„დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლობა. ასევე დასრულდა ჩემი და „გლობალსელის“ თანამშრომლობა. იმედს ვიტოვებ დროებით. ძალიან გთხოვთ არც მომწეროთ, არც დამირეკოთ, იმიტომ რომ ამაზე მეტს ჩემგან ვერ გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება. მადლობა, ნახვამდის“, - აღნიშნა მან ვიდეომიმართვაში.

რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს, ტელეწამყვანის ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში, მსოფლიო ვარსკვლავ ორნელა მუტის სტუმრობისას მომხდარი ინციდენტი სახელდება. აღნიშნულ გადაცემაში ნანიკო ხაზარაძემ გია ჯაჯანიძეს, რომელსაც იტალიელი მსახიობის სახელი შეეშალა, შეცდომა იქვე შეუსწორა და თავზე მსუბუქად წამოარტყა ხელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღის პირველი ნახევარი ენერგეტიკულად მძიმეა, მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს, ჩხუბს და ამბიციების აგრესიულ გამოვლენას“ - 25 მაისის ასტროლოგიური მიმოხილვა

⭕25 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი - „იდეალური დროა ოჯახთან ერთად ყოფნისთვის და დღესასწაულის მოსაწყობად“

⭕🎥 „ყველაფერს, რაც თქვენ ზურგს უკან ხდება, მიაქციეთ ყურადღება და ენას კბილი დააჭირეთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან