Digest Logo

„ისე გავკოტრდით, ყველაფერი დავკარგეთ და მთელი შვიდი წელი ქირით ვცხოვრობდით...“ - ბაბი კირკიტაძე

1655112103
ბაბი კირკიტაძე

ბაბი კირკიტაძემ ახლახან ოჯახთან ერთად ბინა შეიძინა. მანამდე ის წლები ქირით ცხოვრობდა. როგორც ბაბი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, ამ  ბინას მეგობრების დახმარების გარეშე ვერ შეიძენდა. 

„მადლობა მოლოცვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვცხოვრობდით და გვქონდა ბინები, ისე გავკოტრდით, ყველაფერი დავკარგეთ და მთელი შვიდი წელი ქირით ვცხოვრობდით. დღეს არ არის მარტივი ბინის ყიდვა, მაგრამ რომ არა ჩემი მეგობრები და განსაკუთრებით დედის დაჟინებული თხოვნა, ვერ ვიყიდდი, გამორიცხული ამბავია. იპოთეკური სესხით შევიძინე დიდ დიღომში სახლი და საკუთარ ჭერქვეშ ყოველი დილის გათენება მიხარია. თან, სუფთა ჰაერზეც ვარ, თან – სამსახურთან ახლო, გადავირბენ-გადმოვირბენ…“, - ამბობს ბაბი. 

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

ბავშვობის ოცნება, ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბაბი კირკიტაძის ბლიცინტერვიუ

🎥 სწყინს თუ არა თათა გიორგობიანს, როდესაც ბაბი კირკიტაძის სილამაზეს ადარებენ? - მომღერლის პასუხი