„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წყვილი ურსას ახალ სიმღერაზე მღერის სანაპიროზე.
კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:
„ისეთი ლამაზი ხარ 🎶❤️“, - წერს გიორგი ძოწენიძე.
ცნობისთვის, გიორგი ძოწენიძე და მია მაჩაბელი ორი შვილის მშობლები არიან - უფრო გოგო ჰყავთ ანიტა, მეორე კი ვაჟი - ანდრია.
„საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად ვახერხებთ. ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ბევრ რამეზე იზრუნოს, მაგალითად ოჯახზე, ბავშვებზე, სიყვარულზე, რომანტიკაზე. ყველაფერს ვასწრებთ, ორი შვილი გვყავს, მარტოები ვცხოვრობთ, არავინ გვეხმარება, ანუ აღმზრდელი არ გვყავს.
მია ახერხებს, რომ ის რომანტიკა და სიყვარული, რამაც ოჯახი შეგვაქმნევინა, არ დავკარგოთ“, - ამბობს გიორგი ძოწენიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ წვიმა, სეტყვა და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს