Digest Logo

ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - „სიყვარულით სავსე ოჯახი“

1763991869
ჯანეტ ქერდიყოშვილი

ყოფილი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში ყოველთვის ახერხებს, რომ გულშემატკივრები საკუთარი სტილით და ქალურობით მოხიბლოს.

მოდელმა ამჯერად სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა, რომელიც შვილებთან, მეუღლესთან, მამასთან და მეგობრებთან ერთად არის გადაღებული. 

ასევე, როგორც ჯანეტი წერს, მათ ათონის წმინდა მთიდან ჰყავდათ სტუმრები და ეს დღე ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება.

„გიზიარებთ ტკბილ მოგონებებს უძვირფასესი სტუმრების ათონის წმინდა მთიდან, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გვემასხოვრება და გულს გაგვითბობს“, - წერს ჯანეტი და ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. 

კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა: 

„სიყვარულით სავსე ოჯახი“, 

„შეგეწიოთ წმინდა გიორგის ძალა და მადლი“, 

„შეუდარებელი ოჯახი“,

„მუდამ სიყვარულით გეცხოვროთ“, 

„ბედნიერი დღეები არ მოგკლებოდეთ“, 

„იქ, სადაც სიყვარულია მუდამ ასეთი ბედნიერი არიან“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ჯანეტი ტელეწამყვანის ნოე სულაბერიძის მეუღლეა. წყვილს ორი შვილი - ანნა და ლილი ჰყავს.

2019 წლის აპრილში ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ „მის საქართველო" პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე დაინიშნა. წყვილი სამოგზაუროდ ევროპაში წავიდა - ისინი ჯერ ავსტრიაში პრესტიჟულ ღონისძიებას დაესწრნენ, შემდეგ კი თაფლობის თვე იტალიაში გაატარეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე 2026 წლისთვის და რომელი ფერები მოგვიტანს იღბალს?

⭕ „სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი