მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბრეტ გოლდსტინი, რომლებიც Netflix-ის რომანტიკულ კომედიაში Office Romanc შეყვარებულ წყვილს განასახიერებენ, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მათი ერთობლივი გამოჩენა ლოს-ანჯელესში რომანტიკული ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ჭორების მიზეზი გახდა.
Page Six-ის ინფორმაციით, 16 ოქტომბერს ვარსკვლავები ჰოლივუდის მენეჯერ კეიდ ჰადსონის წვეულებაზე მივიდნენ. გავრცელებული ცნობით, ისინი ერთი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, თუმცა ღონისძიებაზე ცალ-ცალკე შევიდნენ. ლოპესს მისი დიდი ხნის მენეჯერი, ბენი მედინა ახლდა, გოლდსტინი კი წვეულებაზე მარტო გამოჩნდა.
გამოცემის ცნობით, წყვილის ეკრანული ქიმიის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ფილმის გადაღებების დროს დაიწყო. წყაროს ინფორმაციით, გადასაღებ მოედანზე ისინი პროფესიულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ, თუმცა ერთმანეთის მიმართ სიმპათია აშკარა იყო.
აღსანიშნავია, რომ ლოპესმა და გოლდსტინმა ფილმის პოპულარიზაციისას გავრცელებული ჭორები უარყვეს. ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ დაუდასტურებია, რომ რეალურ ცხოვრებაში რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებთ.
