პოლიტიკოსი, პარტია „ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე 2021 წლის 8 მარტს მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოსს გოგონა შეეძინა, რომელსაც სახელად კრავაი დაარქვეს.
ანა დოლიძე შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში არ აქვეყნებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან კრავაის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს:
„ქალბატონო კრავაი, როგორია თქვენი დილის რუტინა? პიჟამოში დიდი ხანი დადიხართ თუ დილიდანვე იცმევთ სამსახურისთვის? ყავა გიყვართ,“- წერს ანა დოლიძე.
"ჩემს შვილს ჰქვია პირველი ქართველი ფასილიტატორის, კრავაი ჯაყელის სახელი. ფასილიტატორები ძალიან აქტუალური თემაა ჩვენს პოლიტიკაში", - ამბობდა ანა დოლიძე ერთ-ერთ ინტერვიუშ, რომელიც მშობიარობის შედეგ გააკეთა.