Digest Logo

კეტი პერი და ჯასტინ ტრიუდო ვენეციაში ერთად გამოჩნდნენ - ნახეთ წყვილის განსხვავებული სტილი

1795519461
კეტი პერიკეტი პერი

მომღერალი კეტი პერი და კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ვენეციაში ერთად შენიშნეს. წყვილის გამოჩენამ ყურადღება არა მხოლოდ მათი ურთიერთობის, არამედ განსხვავებული სამოგზაურო სტილის გამოც მიიპყრო.

როგორც მოდის გამოცემა Vogue წერს, კეტი პერიმ მოგზაურობისთვის დახვეწილი, ე.წ. მშვიდი ფუფუნების  სტილი შეარჩია. მას ბეჟი ორეული, შარფი და ყავისფერი Polo Ralph Lauren-ის კეპი ეკეთა. მომღერლის ლუქს დიდი ზომის ტყავის ჩანთა ასრულებდა.

ჯასტინ ტრიუდომ კი გაცილებით თავისუფალი და არაფორმალური ჩაცმულობა ამჯობინა. მას გახსნილი პერანგი, ჩინოსის ტიპის შარვალი და მაისური ეცვა, რომელსაც სახალისო წარწერა ამშვენებდა: „წიგნებზე საუბარი არ მომბეზრდება“.

Vogue აღნიშნავს, რომ წყვილის ჩაცმულობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, თუმცა სწორედ ეს უსვამდა ხაზს მათ ინდივიდუალურ სტილს. გამოცემის შეფასებით, ურთიერთობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა საკუთარი მოდური გემოვნება უნდა დათმონ და ჩაცმულობა აუცილებლად ერთმანეთს შეუხამონ.

კეტი პერისა და ჯასტინ ტრიუდოს ურთიერთობა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მათი რომანი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ მომღერალი მსოფლიო პოპსცენის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია, ტრიუდო კი წლების განმავლობაში კანადის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

✕