ინფლუენსერი კოკი ფერაზი-ფანგანი იუბილარია, იგი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საკუთარ თავს დაბადების დღეს ულოცავს.
მან ასევე უამრავი გულთბილი მილოცვა მიიღო, მეგობრებისგან და გამომწერებისგან.
„დღეს ჩემი დაბადების დღეა!
ხომ ამბობენ, წლები გვემატებაო? ტყუილია — უბრალოდ, ჩემი შარმი, გემოვნება და ბრწყინვალება ახალ, უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის. მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ ამ ცხოვრებაში. ჯანმრთელობა, უხვად სიყვარული, ბედნიერება და... რა თქმა უნდა, ზომიერება ყოველგვარ ლამაზ სიგიჟეში!
გაუმარჯოს ჩემს თავს, ჩემს ოჯახს, ჩემს ბრწყინვალე მეგობრებს და იმას, რომ ყოველთვის ზუსტად ვიცით, როგორ შევქმნათ სილამაზე, სიყვარული და ბედნიერება გარშემო!
მიყვარხართ!
Happy birthday to me“, - წერს კოკი ფანგანი.