
რეინკარნაცია ნიშნავს სულის ხელახალ დაბადებას – რწმენას, რომ ადამიანის სული ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ კვლავ ბრუნდება ახალ სხეულში და აგრძელებს არსებობას სხვა ცხოვრებაში. ეს იდეა ყველაზე მეტად გავრცელებულია ინდუიზმში, ბუდიზმში, ასევე გარკვეულ მისტიკურ და ეზოტერულ სწავლებებში.
რეინკარნაცია არის რწმენა, რომ ცხოვრება არასოდეს მთავრდება ერთით – სული მოგზაურობს სხვადასხვა სხეულში, გამოცდილებაში და ვითარდება. საზოგადოებაში მასზე დამოკიდებულება მერყეობს: ზოგისთვის ეს ჭეშმარიტებაა, ზოგისთვის – მხოლოდ სულიერი მითოლოგია.
ერთ-ერთ შოკის მომგვრელ ისტორიაზე სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი, „მატრიცა 888“ წერს:
„რა მოხდება, თუ ორ-ნახევარი წლის ბავშვი დაიწყებს საუბარს მეორე მსოფლიო ომის მფრინავის ცხოვრებაზე, იტყვის მის სახელს, როგორ ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი და ზუსტად აღწერს ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც მხოლოდ ავიაციის ექსპერტმა იცის?
ეს ზუსტად ის არის, რაც ლუიზიანაში მცხოვრებ ჯეიმს ლენინგერს გადახდა.
პატარა ჯეიმსი ჰყვებოდა, რომ ის ადრე იყო ლეიტენანტი ჯეიმს ჰიუსტონი, ამერიკელი მფრინავი, რომელიც დაიღუპა ივო ჯიმას ბრძოლაში 1945 წელს. მას ესიზმრებოდა, როგორ ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი იაპონური თვითმფრინავიდან, რომელსაც წითელი მზე ჰქონდა გამოსახული. ის ძილში ყვიროდა ხოლმე: „თვითმფრინავი ჩამოვარდა, ცეცხლშია, ვერ გამოვდივარ, დამეხმარეთ!“
ჯერ კიდევ სკოლამდელმა ბავშვმა იცოდა ისეთი ტექნიკური ტერმინები, რაც არ უნდა სცოდნოდა ამ ასაკის ბავშვს, რამაც მისი მშობლები შოკში ჩააგდო და საბოლოოდ გადააწყვეტინა მათ, ამ ამბავს უფრო სერიოზულად მიდგომოდნენ.
მამამ დაიწყო კვლევა და აღმოაჩინა, რომ რეალურად არსებობდა ხომალდი Natoma Bay და მფრინავი ჯეიმს ჰიუსტონი, რომელზედაც ბავშვი ჰყვებოდა.
შემდეგ მშობლები დაუკავშირდნენ ჰიუსტონის დას – 87 წლის ენ ბარონს, რომელმაც სრული რწმენით განაცხადა:
„ამ ბავშვმა ძალიან ბევრი რამ იცის, რაც ვერანაირად ვერ უნდა იცოდეს“.
ჯეიმსმა 6 წლის ასაკში ამოიცნო თავისი ძველი თანამებრძოლი, როდესაც მამის დახმარებით ომის ვეტერანთა შეხვედრაზე მივიდა. მან მშობლებს უთხრა – „ისინი ყველანი ისე დაბერებულან“.
რეინკარნაციის იდეას შეიძლება სკეპტიკურად უყურებდეთ, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ათასობით არსებობს, განსაკუთრებით ბავშვებში. თქვენ გარშემო თუ გსმენიათ ასეთი ამბავი?“, - წერია „მატრიცა 888“-ს გვერდზე.
ასევე დაგაინტერესებთ: