Digest Logo

🎥 „კომედის“ ბიჭებმა შეწყვიტეს ჩემზე პაროდიების კეთება მას შემდეგ, რაც...“ - რას ჰყვება მაია ასათიანი

1773402310
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და პასუხობს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა რეაქცია აქვს, როცა საკუთარ პაროდიებს ნახულობს.

მან გაიხსენა ის პერიოდი, როცა „კომედი შოუს“ მსახიობებთან, ნიკა გრიგოლიასა და მიშა ანდღულაძესთან ერთად, თავად გეგმავდა ამ ჟანრის ხუმრობებს.

„რას ვფიქრობ ჩემს ახალ პაროდიებზე - რადგან კითხვა გაჩნდა, აი, პასუხი.

წლების წინ ნიკა გრიგოლია მანიაკს მეძახდა, იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ, რომ ჩემ ვიზაჟისტს გაეკეთებინა მისთვის მაკიაჟი და მეუბნებოდა, რომ ჩვეულებრივი მანიაკი ხარ, აი, აქ ფანქარს როგორ ისვამო.

მერე, როცა მე შევიცვალე, თანდათან იცვლებოდა ჩემზე პაროდიაც და უკვე მიშა ანდღულაძე აკეთებდა მას.

„პროფილის“ სტუდიას ვუთმობდი და, ერთხელ, მახსოვს, ერთნაირი კაბები შევიკერეთ და ერთად ვიდექით „პროფილის“ სტუდიაში, უფრო სასაცილო რომ გამოსულიყო.

ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ მაშინ შედგები საჯარო ფიგურად, როცა შენზე პაროდია გასაკეთებელი იქნება, ანუ, გექნება ისეთი დამახასიათებელი მანერები, რომ შენზე პაროდიას გააკეთებენ. წარმოიდგინეთ, 15 წლიდან ინდუსტრიაში ვარ, 6 წელია, რაც ეთერში აღარ ვარ და თუ ჩემზე ისევ კეთდება პაროდიები, ეს არის ფანტასტიკური - ახლა, 49 წლის ასაკში.

მაგრამ მე ძალიან მიყვარს კომიკოსის რობინ უილიამსის დასამახსოვრებელი ფრაზა - ის ასე ამბობდა: „თუ პაროდია არის სასაცილო - ეს არის ხელოვნება, და თუ მასზე არ გეცინება - ის არის უხამსი“. ეს არის ჩემი კომენტარი.

და, სხვათა შორის, „კომედის“ ბიჭებმა შეწყვიტეს ჩემზე პაროდიების კეთება მას შემდეგ, რაც მოხდა ის, რაც მოხდა. შევთანხმდით: ან სასაცილო, ან...", - ამბობს მაია ასათიანი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Maia Asatiani (@maia.assatiani)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად

🎥 ნახეთ, როგორ ამხნევებს პატარა ანნა სულაბერიძე დედას გადაცემის ჩაწერის დროს

⭕„არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით და ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 13 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი