
საბჭოეთში რომ „სექსი არ იყო“, ეს ძველი ქართული ფილმებიდანაც ჩანს. ,,რკინის ფარდის" რღვევას მსახიობების სამოსის გახდა და გაშიშვლებაც მალევე მოჰყვა.
ქართულ კინოში ახალი ხილიც ნელ-ნელა გამოჩნდა. ამ ბლოგში იმ 7 ფილმს შეგახსენებთ, სადაც მსახიობებს კამერების წინ ჰქონდათ სექსი:
1. ორმაგი სახე
ეს კრიმინალური ფილმი ჟანრისთვის დამახასიათებელი დეტალებითა და ქართული ფილმისთვის ზედმეტად ეროტიკული, თამამი სცენებითაა გაჯერებული. ზურა ბეგალიშვილის მიერ შექმნილი პერსონაჟი მოძალადე ადამიანის ტიპური სახეა.
2. მიდიოდა მატარებელი
გიორგი შენგელაიას კომედიის მთავარი გმირის, ჯუდუ ბიძიას სექსიც ისეთივე მოსაწყენია, როგორც მისი ცხოვრება.
3. ჭამა და სექსი
ჩცდ-ის მსახიობები, ნინასა და დათოს პერსონაჟები 17 სეზონია ისეთი თამამები არ ყოფილან, როგორიც ამ საათნახევრიან ფილმში.
4. ოცნების ქალაქი
ქალაქი, სადაც შიშველი შორენას ნახვაა შესაძლებელი, ბევრისთვის მართლაც საოცნებოა.
5. სიყვარული ვენახში
სად უნდა ყოფილიყო პირველი ქართული სექსი, თუ არა ვენახში?! ეს საპასუხისმგებლო საქმე ია ფარულავას იკისრა.
6. მტვრის გემო
ჯაბა კილაძისა და მარინა კახიანის სექსს საზოგადოების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ბევრ კადრში მარინა დუბლიორითაა ჩანაცვლებული.
7. გოგონა სლაიდიდან
როგორც ზუზუმ თქვა, გადაღების პროცესში მეწყვილე გოგონასთან არაერთხელ მოუვიდა დავა სხვადახვა საკითხებზე, სექსის სცენის გადაღების შემდეგ კი აღარ უჩხუბიათ.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სად არის და რას საქმიანობს ბიჭოლა? - ფოტო-ამბები
ეს ქართველი ბიჭები, ინსტაგრამზე ფოლოუერების რეკორდს ხსნიან - გოგოების 5 რჩეული