ესპანური გამოცემა Crónica Global-ის ინფორმაციით, ლამინ იამალის მამა, მუნირ ნასრაუი, ბარსელონას აეროპორტში, ლონდონში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამგზავრებამდე, ერთ-ერთ თანამშრომელს დაუპირისპირდა.
მედიის ცნობით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომელმა ნასრაუის სთხოვა, ქურთუკი იმ ადგილიდან აეღო, სადაც მისი დატოვება აკრძალული იყო.
თვითმხილველების მონათხრობზე დაყრდნობით, ნასრაუიმ ქალბატონს სახეში შეაფურთხა. ინციდენტში სხვა მომხმარებელიც ჩაერია, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ნასრაუი ფიზიკურად დაუპირისპირდა და სკამის სროლით დაემუქრა.
ვითარების განმუხტვა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ჩარევით გახდა საჭირო.
ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ცნობილი ფეხბურთელის მამას თვითმფრინავში ასვლისა და დაჯილდოების ცერემონიაზე გაფრენის უფლება მაინც მისცეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მეუღლის გრანდიოზული საჩუქარი ლიზი დარასელიას - რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი
⭕„ფინანსური სიუხვისა და დიდი მიღწევების დღეა!“ - როგორ გავააქტიუროთ 28 ოქტომბრის ენერგიები
წყარო: www.goal.com