Digest Logo

„ლამის დაიჩოქა...“ - „ბარსელონას“ მფლობელი მაკა ასათიანით მოიხიბლა - უცნობი ისტორია

1630055777
მაკა ასათიანი

მაკა ასათიანს, რომელიც სილამაზის ეტალონია, აღმოჩნდა, რომ თაყვანისმცემლები საზღვრებს გარეთაც ჰყავს.

ულამაზესი მაკა ასათიანი ყურადღების მიღმა რომ არც უცხოეთში რჩება, აქ გასაკვირი არაფერია. ისეთ ქალაქში, როგორიც კანია, მასშტაბური კინოფესტივალის წყალობით, ვარსკვლავთცვენა არავის უკვირს. არც ლამაზი სუსტი სქესის დანახვა აბნევთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა მაკას, იქაც დიდი ფურორი მოუხდენია.

ასათიანის ახლო მეგობარი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ესტროს“ ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ბაია გა­და­ბა­ძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ერთ ისტორიას იხსენებს.

როდესაც ის და მაკა ასათიანი ტელეკომპანიისთვის ფილმების საყიდლად იყვნენ ჩასულები და სა­ვახ­შმოდ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მაკასთან მივიდა მიმტანი, რომელმაც უთხრა, რომ მასთან წინა სუფრიდან მამაკაცს უნდოდა მისვლა და კომპლიმენტის თქმა.

„ყვე­ლამ კო­ტეს შევ­ხე­დეთ. კო­ტე­მაც – არ ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ კომ­პლი­მენ­ტის თქმა უნდა, მე რა მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოო. ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, რომ მე, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის არა­ვინ მი­ნა­ხავს და მინ­და ჩემი დიდი მო­წო­ნე­ბა გა­მოვ­ხა­ტოო – და­იღ­ვა­რა კომ­პლი­მენ­ტე­ბად, ლა­მის და­ი­ჩო­ქა და ჩვენც ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვიყავით“, - იხსენებს ბაია გა­და­ბა­ძე.

კაცი, რომელმაც მაკა ასათიანი მეუღლის თანდასწრებით კომპლიმენტებით აავსო, საფეხბურთო კლუბ „ბარ­სე­ლო­ნას“ მფლო­ბე­ლი იყო.

მიუხედავად უამრავი ტრაგედიისა, მაკა ასათიანი შინაგან სილამაზეს არ კარგავს. მის მშვენებას დრო ვერ ცვლის, ვერც განვლილი ცხოვრება და უამრავი ტკივილი. ცნობილია, რომ მაკა ასათიანს წლების წინ ჯერ მამა – კახი ასათიანი მოუკლეს, მოგვიანებით კი მამაკაცი, რომელსაც მაკა ძალიან უყვარდა – დუდუ დადიანი. დუდუს, იგივე დავით დადიანს 90 -იანების პრინცსაც უწოდებდნენ. მაკას პირადმა ცხოვრებამ და შინაგანმა სამყარომ დიდი გარდატეხა განიცადა. საზოგადოება მის მუდამ შავ ჩაცმულობას სწორედ ცხოვრებისეულ განვლილ ეტაპებს უკავშირებს.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რა კავშირია დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობას შორის - აქამდე უცნობი ამბავი

🔵3 დიდი ტრაგედია გია ვოლსკის ცხოვრებაში და პოლიტიკოსის სახლში შეჭრილი ქურდები - პოლიტიკოსის აქამდე უცნობი ამბები

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი