Digest Logo

„ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია“ - რატომ არ უნდა დათო ლიკლიკაძეს ქუთაისის კოლორიტის სტატუსი

1794991660
დათო ლიკლიკაძე

შოუბიზნესის ცნობადი სახე დათო ლიკლიკაძე ქუთაისის იმ გამორჩეულ სახეებს შორისაა, რომელთა იუმორი, ინდივიდუალიზმი და ენაკვიმატობა მშობლიური ქალაქის ხასიათის ერთგვარ ნაწილად იქცა.

იგი ქალაქში „ქუთაისელ კოლორიტ“ ადამიანად ითვლება, თუმცა როგორც გადაცემაში „სარკასტიკა“  ამბობს, კოლორიტობის გამო ხშირად აკრიტიკებენ და მიაჩნია, რომ ამ წოდებას მისთვის არაფერი მოუტანია. 

„კოლორიტობის გამო მლანძღავს ყველა ვისაც არ ეზარება, წერენ: „შენ ვინ ხარ, რომ კოლორიტი იყო“ და ჩამოთვლიან მართლა ქუთაისელ კოლორიტებს. 

არ მინდა ეს კოლორიტობა, არაფერი ამას არ მოაქვს, საერთოდ არ მჭირდება არაფერში, ლანძღვის მეტი მე ამით არაფერი არ მიმიღია. 

როცა ქალაქის კოლორიტი, რომ ხარ მერე უკვე რაღაცები არ გეპატიება, მე კი არ მინდა ასე ჩარჩოებში ვიყო“, - ამბობს დათო ლიკლიკაძე. 

✕