Digest Logo

ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ ნოვატორის ჯილდო გადაეცა

1793086921
ლევან კოღუაშვილი

ქართველ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს ლევან კოღუაშვილს Golden Globes Trailblazer Award - „ოქროს გლობუსის“ ნოვატორის ჯილდო გადაეცა კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

დაჯილდოების ცერემონია 23–24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, Golden Globes Silk Road Tribute Gala-ს ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება ისტორიული აბრეშუმის გზის რეგიონის, მათ შორის კავკასიისა და ცენტრალური აზიის, კინო და სატელევიზიო სფეროს წარმომადგენელთა მიღწევებს მიეძღვნა.

საღამოს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი ედრიან ბროდი, რომელმაც ქართველ რეჟისორს ეს გამარჯვება პირადად მიულოცა.

კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება ისეთი ფილმებით მოიპოვა, როგორებიცაა „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „ბრმა პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“. მისი ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ტრიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო მხატვრულ ფილმად დასახელდა.

რეჟისორის უახლესი ნამუშევრის, „გურიას“, მსოფლიო პრემიერა 2026 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი საქართველოს სახელით 2027 წლის „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაშია წარდგენილი.

✕