Digest Logo

ლიკა კვარაცხელია იუბილარია – მოდელი და ტელეწამყვანი 45 წლის გახდა

1794230677
ლიკა კვარაცხელია

დღეს, 9 ნოემბერს ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია იუბილარია. იგი 45 წლის გახდა.

ლიკა სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს გამომწერებს ყოველდღიურ კადრებს, ოჯახურ ფოტოებს, თავის მოვლისა და ცხოვრების სტილთან დაკავშირებულ სიახლეებს.

ლიკა კვარაცხელია წლების განმავლობაში სამოდელო სფეროში საქმიანობდა, მოგვიანებით კი ტელეწამყვანისა და ინფლუენსერის ამპლუაშიც დაიმკვიდრა თავი.

მისი მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი მურთაზ შელიაა. წყვილი 1997 წელს დაქორწინდა და სამი შვილი ჰყავს – ანა, ელენე და დათუნა. ლიკა უკვე ორი შვილიშვილის ბებიაცაა.

„რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია „ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი „მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ) სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა.

ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო. 1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით“, - იხსენებს ლიკა კვარაცხელია ერთ-ერთ ინტერვიუში. 

✕